ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, რაფინია დიასი, ოქროს ბურთი, უსმან დემბელე, ლამინ იამალი
Aa
Aa

ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია ტოპ 10-ში

ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩების შემდეგ, ბუკმეიკერულმა კანტორებმა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი და კოეფიციენტები გამოაქვეყნეს. ამას სისტემატური ხასიათი აქვს და ცნობილი საფეხბურთო გამოცემებიც მსგავსად იქცევიან, მაგალითად Goal-ი და ა.შ. საბოლოოდ კი გამარჯვებულს ოქტომბრის ბოლოს France Football-ი დაასახელებს.

ამჯერად football365-მა ტოპ 10 შემოგვთავაზა, რომელშიც სასიამოვნო სიახლეა - ხვიჩა კვარაცხელია მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

კვარა აქამდე ოცეულში იყო (ისიც მხოლოდ ერთხელ) და „ასტონ ვილასთან“ მატჩის შემდეგ დაწინაურდა.

„ხვიჩა ბრწყინვალეა მას შემდეგ, რაც იანვარში ნაპოლიდან პარიზში გადავიდა. ის ფრანგულ კლუბს ლიგა 1-ის დაუმარცხებლად მოგებაში დაეხმარა და სავარაუდოდ გუნდი მისი ძალისხმევით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშებს“.

- წერს football365-ი კვარაზე.

მიმდინარე სეზონში დიდი სანაკრებო ტურნირი არ იმართება. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგა ოქროს ბურთზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს. ტურნირიდან „ლივერპულის“ გავარდნის შემდეგ, პირველ ადგილზე რაფინია იმყოფებოდა. ბრაზილიელი ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს და მის გამარჯვებას ყველაზე დაბალი კოეფიციენტი 2.20 აქვს. მეორე პოზიციაზე კილიან მბაპეა, მესამეზე კი უსმან დემბელე.

მეოთხე და მეხუთე ადგილებს მოჰამედ სალაჰი და ლამინ იამალი ინაწილებენ. ხვიჩამ კი ათეულში ვინისიუსსა და კეინს გაასწრო.

ათეული ასე გამოიყურება:

1) რაფინია. 2) კილიან მბაპე. 3) უსმან დემბელე. 4) მოჰამედ სალაჰი. 5) ლამინ იამალი. 6) რობერტ ლევანდოვსკი. 7) ერლინგ ჰოლანდი. 8) ხვიჩა კვარაცხელია. 9) ვინისიუს ჟუნიორი. 10) ჰარი კეინი.

ნახევარფინალში გასვლისა და წარმატებით თამაშის შემთხვევაში, ხვიჩას ათეულში წინსვლა გარანტირებულად ექნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„არ დაგვავიწყდეს, რომ აქ იანვარში მოვიდა“ - ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„არ დაგვავიწყდეს, რომ აქ იანვარში მოვიდა“ - ლიზარაზუმ კვარა შეაქო