მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

ლივერპულმა სალაჰთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ლივერპულმა“  განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 32 წლის ეგვიპტელმა ახალ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა, რომლის თანახმადაც ის კლუბში კიდევ 2 წელი დარჩება.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. „ლივერპული“ ბრწყინვალე გუნდია. კონტრაქტი გავაფორმე, რადგან მჯერა, შანსი გვაქვს, კიდევ მოვიგოთ ტიტულები და ვისიამოვნოთ ფეხბურთით.მსურს, ფანებს ვუთხრა, რომ მოხარული ვარ დარჩენით“, – თქვა სალაჰმა.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი „წითლებში“ 2017 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში, მან გუნდთან ერთად, 7 ტიტული მოიგო, მათ შორის პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ინგლისურ კლუბში ის „რომადან“ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გოლი ჯობდა“ - დუე ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ
„ჩემი გოლი ჯობდა“ - დუე ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ