ილია თოფურია, კამარუ უსმანი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

კამარუ უსმანი: UFC თოფურია-მახაჩევის ჩხუბის ორგანიზებით დაინტერესებულია

UFC-ის ქვესაშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი, კამარუ უსმანი დარწმუნებულია, რომ UFC დაინტერესებულია იმაში, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი შედგეს. 

„თოფურიას ჯერ კიდევ შეუძლია მახაჩევთან ჩხუბის მიღება. მე მესმის მისი ლოგიკის. მან ახლახან გაათავისუფლა ტიტული ქვემსუბუქ წონაში. ჩემთვის რომ ეთქვათ, ნამდვილად მიიღებ სატიტულო ბრძოლას სხვა კატეგორიაშიო, ტიტულზე უარს თქმას დავთანხმდებოდი. მგონია, რომ UFC დაინტერესებულია ამ ჩხუბის ორგანიზებით“, - თქვა უსმანმა პოდკასტში.

შეგახსენებთ, რომ „ლეგენდის“ მომდევნო მეტოქეებზე საუბრისას, ძირითადად ორი მებრძოლის კანდიდატურა ჟღერდება: ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა. UFC-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და უცნობია, თოფურია ვის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ქურთუკი, ქამარი და ფანები მოვპარე“ | დვალიშვილმა ომალიზე ისაუბრა
„ქურთუკი, ქამარი და ფანები მოვპარე“ | დვალიშვილმა ომალიზე ისაუბრა