შერკი: იუნაიტედს ვაჯობეთ, მათ ჩვენი ეშინოდათ
ევროპა ლიგის მეოთხედფინალში რაიან შერკიმ „მან. იუნაიტედს’’ მე-5 დამატებულ წუთზე გაუტანა და „ლიონი’’ მარცხისგან იხსნა (2:2). ამ გოლში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი მიქაუტაძემ შეიტანა, რომელმაც ძლიერად დაარტყა, ონანამ ცუდად მოიგერია და შერკიმ დამატებაზე შეაგდო.
მატჩის შემდეგ „ლიონის’’ 21 წლის შემტევმა მედიასთან ისაუბრა.
რაიან შერკი: „სოლიდურად ვითამაშეთ, „მან. იუნაიტედზე’’ უკეთესი ვიყავით. ჩვენი ნიჭი მაქსიმალურად გამოვავლინეთ.
გვესმის რომ „მან. იუნაიტედი’’ კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენი მათი არასდროს შეგვშინებია და არც მომავალში შეგვეშინდება.
„მან. იუნაიტედმა’’ ორი ჩამშლელი ნახევარმცველით ითამაშა, რაც ნიშნავს რომ მათ ჩვენი ეშინოდათ. იმედი მაქვს, ისინი საპასუხო მატჩში იგივეს არ გააკეთებენ.
რა მოხდება საპასუხო მატჩში? შეტევაში წავალთ და დავამტკიცებთ, რომ ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. მიზანი ერთადერთია, გოლი და გამარჯვება’’.
„ლიონის'' მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მიქაუტაძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, ლაკაზეტი სკამზე დასვა და მეორე ტაიმში, 51-ე წუთზე თამაშში ჩართო, გამოცდილმა ფრანგმა ფორვარდმა ტრავმირებული პოლ აკუოკუ შეცვალა.
„ლიონი'' - „მან. იუნაიტედი'' ერთ კვირაში, 17 აპრილს გაიმართება.