კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი დათხოვნასთან ახლოსაა - რას წერს მედია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გათავისუფლების ზღვარზეა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. 
 
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ პირობა წაუყვანა - მან ერთი დიდი ტიტული მაინც უნდა მოიგოს, რათა „რეალში“ დარჩეს. კერძოდ, „პაპა კარლომ“ ან ლა ლიგის მოგება უნდა იზეიმოს ან ჩემპიონთა ლიგის. 

როგორც  იწერება, თუ ანჩელოტი მნიშვნელოვან თასს ვერ მოიგებს, მას სეზონის ბოლოს დაითხოვენ. ამ შემთხვევაში „რეალს“ ალვარო არბელოა ან სანტიაგო სოლარი ჩაიბარებს, თუმცა დროებით, საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ კი, კლუბს ჩაბი ალონსო უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ  კარლო ანჩელოტი „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ დაგვავიწყდეს, რომ აქ იანვარში მოვიდა“ - ლიზარაზუმ კვარა შეაქო
„არ დაგვავიწყდეს, რომ აქ იანვარში მოვიდა“ - ლიზარაზუმ კვარა შეაქო