„მეომარი, რომელიც აქამდე არ გვყოლია“ | პსჟ-ის ყოფილი მეკარე ხვიჩაზე
„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მეკარემ, ჟერომ ალონზომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ალონზომ „კვარას“ „მეომარი“ უწოდა და განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ სწორედ მისი მსგავსი ფეხბურთელი აკლდა.
„კვარაცხელია კარგია, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. დაცვით ფაზაში, ის პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. უკან იხევს, დიდ ძალისხმევას იღებს და მეტოქე გუნდების თამაშს კითხულობს. ტაქტიკურად, ძალიან ჭკვიანია და საკუთარი დამოკიდებულებით, ხუან პაბლო სორინს მაგონებს, რომელიც 2003-04 წლების პსჟ-ში დაუმარცხებელი იყო.
დიად გუნდებს მხოლოდ ხელოვანი ფეხბურთელები როდი ჰყავთ. მათ რიგებში მეომრებიც თამაშობენ და კვარაცხელია სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ის არის მეომარი, რომელიც გუნდს აქამდე არ ჰყოლია. კვარაცხელია ცუდია ბიჭია, რა თქმა უნდა კარგი გაგებით, და მინდორზე არასდროს ხუმრობს. დამოკიდებულებისა და თამაშის წყალობით, ის გახდა ნაწილი, რომელიც პარი სენ-ჟერმენს აკლდა.
კვარაცხელია პსჟ-ს ახალ დონეზე აიყვანს და მისი გამჭრიახობა პარი სენ-ჟერმენს უფრო დიდი სიმაღლეების დაპყრობაში დაეხმარება. ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩებში ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს, რაც იშვიათობაა, ხოლო როცა კარგი შეხვედრა არ აქვს, ბოლომდე იბრძვის. აწმყოს ვუყურებთ, მაგრამ ამ ფეხბურთელებს ნამდვილი საფეხბურთო დინასტიის შექმნა შეუძლიათ“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია UEFA-ს კვირი საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი და სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. „კვარა“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და Sofascore-მა მისი თამაში 8.7 ქულით შეაფასა.