ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„თანამედროვე ფეხბურთში მისნაირი არავინაა“ | რას წერს The Guardian-ი კვარაზე

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი თამაშები შეაფასა. The Guardian-მა პირველი მატჩების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„რატომ ვსაუბრობთ ამ სვეტში ქართველ გარემარბზე ამდენს? იმიტომ რომ, თანამედროვე ფეხბურთში მისნაირი არავინაა. მსოფლიოს სხვა საუკეთესო მოთამაშეების მსგავსად, გარეგნულად ფეხბურთელს თითქმის არც ის ჰგავს, მაგრამ სისწრაფისა და საფეხბურთო უნარების საოცარი კომბინაცია, რომელიც მას აქვს, ისეთ საოცარ მოთამაშეს მოგაგონებთ, როგორიც ჯორჯ ბესტია.

როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ფორმაში იმყოფება, მეტოქე გუნდის მცველებს პრაქტიკულად არაფერი შეუძლიათ, რათა შეაჩერონ ფეხბურთელი, რომელიც ფიზიკური სიძლიერისა და ტალანტის კომბინაციას წარმოადგენს. მისი ცრუმოძრაობა, რომლითაც ასტონ ვილას მცველები ჩამოიშორა და გოლი გაიტანა, ხელოვნების იშვიათი ნიმუში გახლდათ. უფრო მეტი... გთხოვთ, ბევრად მეტი“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა  და კვარაცხელიას გარდა, გოლები ნუნუ მენდეშმა და დეზირე დუემ გაიტანეს. ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, Sofascore-მა კი მისი თამაში 8.7 ქულით შეაფასა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას წინააღმდეგ დაცვაში თამაში შეუძლებელი იყო“ | პოლ რობინსონი ხვიჩას აქებს
„კვარას წინააღმდეგ დაცვაში თამაში შეუძლებელი იყო“ | პოლ რობინსონი ხვიჩას აქებს