„ხალხმა თოფურია ჩამოწერა, მაგრამ ძალიან სახიფათოა“ | ვოლკი ილია VS ისლამზე
UFC-ის ქვემსუბუ წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. „ვოლკი“ „ლეგენდასა“ და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ილიას გამარჯვების შანსი ნამდვილად აქვს.
„ხალხმა თოფურია ჩამოწერა, მაგრამ ილია მახაჩევისთვის სახიფათო მეტოქეა, რადგან მას ისლამის ყბის გამოცდა შეუძლია. თუ ვინმეს მახაჩევის ყბის გამოცდა შეუძლია, ეს ილია თოფურიაა. ვფიქრობ, ეს ჩხუბი გაიმართება და თოფურია უშანსოდ ნამდვილად არაა.
ილია სახიფათოა და ჩემი აზრით, ერთადერთი ვარიანტი, რომ მახაჩევი დამარცხდეს, მისი მომენტზე დაჭერა და ძლიერი დარტყმების მიყენებაა. ვის აქვს ამის გაკეთების საუკეთესო შანსი? რა თქმა უნდა, თოფურიას მსგავს მებრძოლს. საინტერესო ჩხუბი იქნება. ხუთივე რაუნდი რომ ვიხილოთ, მახაჩევი გაიმარჯვებს, მაგრამ თოფურიას მისი დაჭერა შეუძლია და ძალიან მაგარი კრივი აქვს“.
შეგახსენებთ, რომ „ლეგენდის“ მომდევნო მეტოქეებზე საუბრისას, ძირითადად ორი მებრძოლის კანდიდატურა ჟღერდება: ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა. UFC-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და უცნობია, თოფურია ვის დაუპირისპირდება.