მასკერანო: მესი ინტერ მაიამის სულია
„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ ლიონელ მესის გუნდის სული უწოდა.
ფლორიდულმა კლუბმა საპასუხო მატჩში „ლოს-ანჯელესი“ 3:1 დაამარცხა და კონკაფის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
„მესი ამ გუნდის სულია. ხან მეუხერხულება მასზე ლაპარაკი, რადგან ლეოს 20 წელია ვიცნობ. ამ ადამიანს ყველაფერი აქვს ფეხბურთში. ის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია. ლეოს სურს გამარჯვება და ის შეუძლებელსაც გააკეთებს. ფეხბურთში მნიშვნელოვანია სურვილი, მაგრამ გაკეთებაც უნდა შეგეძლოს. მას აქვს ეს უნარი, რადგან ის ყველა დროის საუკეთესოა“, - თქვა მასკერანომ.
არგენტინელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ასისტიც მიითვალა. მიმდინარე სეზონში ლეომ სულ 9 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.