ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დისასი ჩელსიში დააბრუნა“ | ცნობილი იუთუბერი კვარას გოლს გამოეხმაურა

მარკ გოლდბრიჯი ცნობილი იუთუბერია და „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ადევნა თვალი. გოლდბრიჯს პარიზელთა მეორე გოლზე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას გაიტანა, განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა და ქართველი შემტევი შეაქო.

„ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემო... ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაზე რა ჯანდაბა ხდება? ვიღაცამ მითხარით, რა ხდება... ვიღაცამ გამაჩერეთ... კვარაცხელიამ რაიან გიგზის მიერ, ვილა პარკზე გატანილი გოლის მსგავსი ბურთი შეაგდო.

კვარაცხელია დისასის პირისპირ აღმოჩნდა და ის ჩელსიში დააბრუნა (ასტონ ვილაში ჩელსიდანაა განათხოვრებული), შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს მაღალი დარტყმა გაუტანა. მეგონა, კარის ბადეს გარედან მოარტყა... ემილიანო მარტინესს მისი დარტყმის მოგერიება რომ ეცადა, ბურთთან ერთად კარში შევიდოდა. საოცარი გოლი იყო“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 3:1 იმარჯვა და კვარაცხელიას გარდა, გოლები ნუნუ მენდეშმა და დეზირე დუემ გაიტანეს. ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ფრანგული გამოცემებისგან საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალბათ, ნეაპოლს მსგავსი ეპიზოდები ძალიან ენატრება“ - კვარას იტალიური მედიაც აფასებს
„ალბათ, ნეაპოლს მსგავსი ეპიზოდები ძალიან ენატრება“ - კვარას იტალიური მედიაც აფასებს