„ასეთი კვარა ნაპოლის პირველი სეზონიდან გვახსოვდა“ - ფაბიო კაპელოს შეფასება
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, რომელიც ამჟამად Sky Sport-ის კომენტატორია, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მეორე სათამაშო დღის შეხვედრებზე ისაუბრა. 78 წლის კაპელომ პსჟ-დან ხვიჩა კვარაცხელია, „ბარსელონადან“ კი რობერტ ლევანდოვსკი გამოარჩია.
რას ამბობს ფაბიო კაპელო:
„დღევანდელ მატჩში, კიდევ ერთხელ ვნახეთ ის ფეხბურთელი, რომელიც „ნაპოლის“ საჩემპიონო სეზონიდან გვახსოვდა. არ არის მარტივი ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც თავს ასე ორგანიზებულად იცავს, მაგრამ მან თავისი ხარისხი ყველა კომპონენტში მთლიანად გვაჩვენა“.
„ბარსელონადან“ რობერტ ლევანდოვსკის გამოვყოფდი. ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყოველთვის სწორ ადგილას ჩნდება. ის უმაღლესი დონის ცენტრფორვარდია. ის უმეტედას პენალტის ზონაში მოძრაობს და ამას იდეალურად აკეთებს“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საწყის მატჩებში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ 3:1 მოუგო, „ბარსელონამ“ კი „ბორუსია დორტმუნდი 4:0 დაამარცხა. ორივე წყვილში საპასუხო შეხვედრები 15 აპრილს გაიმართება.