ტრაგედია პერუში - მეკარესთან შეჯახების შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა
პერუს თასის მატჩის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ტრაგედია „რეალ ტიტანისა“ და „კახამარკას“ შორის შეხვედრის დროს მოხდა. 70-ე წუთზე, ჰელარ გონსალეს ალტამირანო მეტოქის კართან ახლოს იმყოფებოდა და ბურთის მოპოვებას ცდილობდა, რა დროსაც მეკარეს შეეჯახა.
დარტყმა ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანზე უგონოდ დაეცა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
ექიმების ცნობით, სიკვდილის მიზეზი თავის ტვინის არტერიის გაწყვეტა გახდა, რაც მეკარესთან შეჯახებამ გამოიწვია.