ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში, დეზირე დუე
Aa
Aa

„ჩემი გოლი ჯობდა“ - დუე ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.

ანგარიში თავდაპირველად „ასტონ ვილამ“ 35-ე წუთზე გახსნა, რომელსაც მალევე დეზირე დუემ ბრწყინვალე გოლით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დებიუტ პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური გოლით დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ნუნუ მენდეშმა დააფიქსირა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა სასარგებლოდ პირველი გოლის ავტორმა, დეზირე დუემ ფრანგულ Canal+-სთან საუბრისას განვლილი თამაში შეაფასა და თავის გოლზეც ისაუბრა.

რა თქვა დუემ:

„ჩემი გოლი? მიზანი თავდაპირველად თავისუფალი სივრცის პოვნა და საჯარიმოს ხაზის გადაკვეთა იყო, შემდეგ დავინახე, რომ უკეთესი ვარიანტი აღარ იყო და კარისკენ დარტყმა გადავწყვიტე. მშვენიერი გოლი გამოვიდა. ჩემს გოლში წვლილი თანაგუნდელებმაც შეიტანეს. როდესაც ასეთი მოთამაშეებით ხარ გარშემორტყმული, თამაში უფრო გიადვილდება და ყველაფერი სწრაფად მიდის. აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. რომელი იყო საუკეთესო გოლი? ჩემი! (იცინის)“.

„ამ შეხვედრაში იგივე სულისკვეთება შევინარჩუნეთ, რომელიც ყველა მატჩში დაგვყვება. თავიდან-ბოლომდე მსგავსი ინტენსივობით ვთამაშობდით და ასე უნდა გავაგრძელოთ. გაშვებული გოლის შემდეგ ერთიანები და თამაშის გეგმის ერთგულები დავრჩით, ამის გამო გამოსწორდა ყველაფერი ასე სწრაფად. საპასუხო მატჩი? ვიცით, რომ ინგლისში რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ვაპირებთ, რომ იმ თამაშსაც იმავე გზით და იმავე სერიოზულობით მივუდგეთ. იქ გამარჯვებისთვის მივდივართ“.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მშვიდად უნდა ვიყოთ და გეგმას მივყვეთ“ - კვარას ინტერვიუ პეტერ შმეიხელთან
„მშვიდად უნდა ვიყოთ და გეგმას მივყვეთ“ - კვარას ინტერვიუ პეტერ შმეიხელთან