ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველი მაესტრო თქვენი საყვარელი ვინილია, რომელსაც...“ - NY Times-ი ხვიჩას თამაშზე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელს. ხვიჩა კვარაცხელია პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლუის ენრიკემ თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე შეცვალა. ხვიჩა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა და პსჟ-ის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა. მეორე ტაიმის დებიუტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა შემტევმა თავისი გუნდი ბრწყინვალე გოლით დააწინაურა, შეხვედრის მიწურულს კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

უცხოურ მედიაში კვარაცხელიას თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ქართველის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა. მათ შორის ერთ-ერთი არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული გაზეთი - New York Times-ი. „ასტონ ვილასთან“ ხვიჩას საოცარი თამაში ამერიკული გამოცემის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა და NY Times-ის სპორტულმა ბიურო Athletic-მა ქართველის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რას წერს NY Times Athletic-ი:

„ჩამოწეული მხრები, დაბალი წინდები, მონაცემთა სიმძიმე ციფრულ სპორტში, ქართველი მაესტრო თქვენი საყვარელი ვინილია, რომელსაც შეინახავთ და შემგომში გამოიყენებთ, რათა გაიხსენოთ ამ გამარჯვებების დიდებული დღეები, მაშინ როდესაც ფეხბურთელები თავისუფლად აზროვნებდნენ და არ იყვნენ სისტემისგან შებოჭილები.

მეორე გოლამდე სვლა საკმარისად განსაკუთრებული იყო: უსმან დემბელეს გადაცემა აშრაფ ჰაკიმისკენ, გადაცემა ფაბიან რუისისკენ და შემდეგ კვარაცხელიას რეიდი. ქართველმა ჯერ აკანკალებულ დისასის შეავლო თვალი, რომელიც მოედანზე რამდენიმე წუთის შემოსული იყო, შემდეგ კი მისკენ პირდაპირ წავიდა, თითქოს ლომი იყო და თეფშზე დადებული წითელი ხორცი დაინახა. კვარაცხელიამ დისასი ბრწყინვალე ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა ისე, თითქოს ფრანგი მცველი სლალომით დისნეილენდში გაუშვა, შემდეგ კი ყუმბარისებული დარტყმით მძიმე მეტალი შემოგვთავაზა, მარტინესის კარისკენ შეუჩერებელი რაკეტა გაუშვა.

ეს გოლი შედევრი იყო“.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო.

პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ არის უნიკალური ფეხბურთელი“ - ფრანგული მედიის შეფასება
„სწორედ ამიტომ არის უნიკალური ფეხბურთელი“ - ფრანგული მედიის შეფასება