გივი მაჭარაშვილი, დავით ხურცია
Aa
Aa

მეორე ადგილი გუნდურ ჩათვლაში - მოჭიდავეების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

სლოვაკეთში მიმიდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა

დავით ხურციას გაწვრთნილმა ნაკრებმა 5 მედალი (1 ოქრო, 1 ვერხცხლი და 3 ბრინჯაო) მოიპოვა და მხოლოდ აზერბაიჯანის ნაკრებს ჩამორჩა.

ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მედამედ გივი მაჭარაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში რუსი მაგომედ ყურბანოვი 3-2 დაამარცხა.

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი დებიუტანტმა სოლომონ მანაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილთან, ბოლო წამზე დაკარგული ქულებით წააგო. შეგახსენებთ ,რომ ქართველმა ფალავანმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აზერბაიჯანს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე კი ბრინჯაოს მედლები აკაკი ქემერტელიძემ, ვლადიმერ გამყრელიძემ და მირიან მაისურაძემ მოიპოვეს.

ხვალინდან კი საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

11 აპრილს ხალიჩაზე 55-63-77-87-130კგ წონითი კატეგორიების ფალავნებს ვიხილავთ:

55კგ - ვახტანგ ლოლუა

63კგ - ბექა გურული

77კგ - რამაზ ზოიძე

87კგ - აჩიკო ბოლქვაძე

130კგ - სულხან ბუიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები