კვარა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის
უეფამ 4 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე, კვირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის იბრძვიან.
მათგან ერთ-ერთია „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, გოლი „ასტონ ვილას“ გაუტანა.
კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებს შორის არიან აგრეთვე: ალესანდრო ბასტონი („ინტერი“), დეკლან რაისი („არსენალი“) და რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“).
გამარჯვებული უეფას ოფიციალურ საიტზე, ხმების რაოდენობით გამოვლინდება.
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.