რიო ფერდინანდი
Aa
Aa

„საოცარი მოძრაობა იყო“, - ფერდინანდმა კვარა კრის უოდლს შეადარა

რიო ფერდინანდმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩი შეაფასა და ასევე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილ გოლზე ილაპარაკა.

„მანჩესტერ იუნაიტედის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველი შემტევი ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისელ დრიბლიორს - კრის უოდლს შეადარა.

„საოცარი მოძრაობა იყო. გარდა იმისა, რომ ბურთი მოედანზე დააგდო, ლამაზად მოიშორა და ულამაზესად დაარტყა. ეს უოდლის რეინკარნაციაა. ეს იყო ერთადერთი ადგილი, საიდანაც შეიძლებოდა გოლი გასულიყო“, - თქვა რიომ.

ფერდინანდი ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მიიჩნევს.

„სტუდიაში აღფრთოვანებულები ვიყავით პსჟ-ს გოლებით და მოთამაშეების ბრწყინვალე ტექნიკით. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმანაც, თუ როგორ იბრუნებენ ისინი ბურთს. პსჟ ისე თავდაჯერებულად თამაშობდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ მოუგია, თუმცა ეს ერთხელაც არ მომხდარა. ამ გუნდმა იცის, როგორ გააკეთებინოს თითოეულ მოთამაშეს მაქსიმუმი და დომინაცია ჰქონდეს მოწინააღმდეგეზე. ახლა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად მივიჩნევ“, - თქვა ფერნინადმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 გაანადგურა.

ცნობისთვის, „ასტონ ვილასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ განმეორებითი დაპირისპირება ბირმინგემში, 15 აპრილს, გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:00 სათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ არის უნიკალური ფეხბურთელი“ - ფრანგული მედიის შეფასება
„სწორედ ამიტომ არის უნიკალური ფეხბურთელი“ - ფრანგული მედიის შეფასება