ხვიჩა კვარაცხელია, ნუნუ მენდეში
Aa
Aa

„კვარას გოლი საუკეთესო იყო“ - მენდეშმა გამარჯვება შეაფასა და ხვიჩაც შეაქო

პსჟ-ის მარცხენა მცველმა, ნუნუ მენდეშმა „ასტონ ვილასთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ მენდეშმა ბირმინგემელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და მედიის წარმომადგენლებმა მას ამის შესახებაც ჰკითხეს, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია და განაცხადა, რომ ქართველმა შემტევმა ამ მატჩში ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა.

რას ამბობს მენდეში:

„რომელი გოლი იყო ყველაზე მაგარი? ვფიქრობ, კვარაცხელიასი, რადგან ეს ლამაზთან ერთად საკმაოდ რთული იყო, თან სუსტი ფეხით გაიტანა. ჩემთვის, ეს გოლი დღევანდელ მატჩში საუკეთესო იყო. მაგრამ მნიშვნელობით, ყველა გოლს აქვს მნიშვნელობა. მთავარი შედეგია და ამით კმაყოფილები ვართ“.

„რაც შეეხება ჩემს გოლს, ამ გოლმა უფრო მეტი თავდაჯერება მოგვცა. ვფიქრობ, კარგ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. კიდევ ერთი მატჩი გვაქვს სათამაშო. ეს გოლები არაფერი იქნება, თუ იქ ჩავალთ და მეტოქეს პირველი გოლის გატანის უფლებას მივცემთ, შემდეგ ყველაფერი გაგვიჭირდება“.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი ეს „ბრესტის“ წინააღმდეგ, პლეი-ინში შეძლო. საერთო ჯამში, „ასტონ ვილასთან“ გატანილი გოლი ხვიჩას პარიზულ კარიერაში მეოთხე იყო.

ხვიჩას გოლი ასტონ ვილასთან:

პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს ბირმინგემში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა“ - UEFA-ს და მედიის გამოხმაურება ხვიჩას თამაშზე
“კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა“ - UEFA-ს და მედიის გამოხმაურება ხვიჩას თამაშზე