ჰოკეისტების მზადება - ჩვენი ნაკრები დივიზიონში დაწინაურებას გეგმავს
Aa
Aa

ჰოკეისტების მზადება - ჩვენი ნაკრები დივიზიონში დაწინაურებას გეგმავს

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა  ნაკრებმა 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში ასპარეზობისთვის მზადება დაიწყო.

შეკრება თბილისში, ახლადაშენებულ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე მიმდინარეობს. ჩვენი გუნდი ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამშეებითა და ლეგიონერებით დაკომპლექტდა .

ტურნირი 27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში გაიმართება.

გამარჯვებული ნაკრები,მეორე დივიზიონის A ჯგუფში დაწინაურდება,საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისლანდია, ახალი ზელანდია, ბულგარეთი , ტაიპეი და ტაილანდი იქნებიან. გასულ წელს ჩატარებულ ტუნირზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. წელს კი დივიზიონში დაწინაურებას გეგმავს.

2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფის მატჩების განრიგი

27 აპრილი. 08:30. საქართველო - ისლანდია

28 აპრილი. 12:00. საქართველო - ახალი ზელანდია

30 აპრილი. 08:30. საქართველო - ბულგარეთი

2 მაისი. 05:00. საქართველო - ჩინეთი ტაიპეი

3 მაისი. 05:00. საქართველო - ტაილანდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები