გოლდენ სტეიტ უორიორსი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 11 ქულა - სან ანტონიომ გოლდენ სტეიტს მოუგო

NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულის სხვაობით, 114 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22:39 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ასისტი და 1 ბლოკი მიითვალა.

სან ანტონიოდან საუკეთესო კელდონ ჯონსონი იყო, რომელმაც 30:32 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გოლდენ სტეიტიდან კი სტეფ კარი გამოირჩა - 10 ქულა, 8 მოხსნა, 3 ასისტი, 2 ჩაჭრა 36:36 წუთში.

80 სათამაშო დღის შემდეგ „სპურსი“ 33 მოგებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 აპრილს, სტუმრად „ფინიქს სანსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის შედეგიანი თამაში - ორლანდომ სელტიკსს შანსი არ დაუტოვა
ბითაძის შედეგიანი თამაში - ორლანდომ სელტიკსს შანსი არ დაუტოვა