ბითაძის შედეგიანი თამაში - ორლანდომ სელტიკსს შანსი არ დაუტოვა
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდა და 20-ქულიანი უპირატესობით, 96:76 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. გოგა ბითაძემ მოედანზე 20:44 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 ასისტი მიითვალა.
ორლანდოდან საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო. გერმანელმა კალათბურთელმა 25:56 წუთში 23 ქულა, 8 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა, „სელტიკსიდან“ კი ორმაგი დუბლით პეიტონ პრიტჩარდი გამოირჩა - 15 ქულა, 4 მოხსნა, 10 ასისტი 34:59 წუთში.
80 სათამაშო დღის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 40 მოგებითა და 40 მარცხით მე-7 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 12 აპრილს, სტუმრად „ინდიანა პეისერსთან“ გამართავს.