ენრიკე: ხვიჩა უნივერსალურია, მისი ყიდვა ჩემს აქ მოსვლისთანავე გვინდოდა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 გაანადგურა.
კვარას გამორჩეული მომენტები VS ასტონ ვილა
თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ხვიჩა ძალიან უნივერსალურია. მისი ყიდვა 2023 წელს, მას შემდეგ გვინდოდა, რაც აქ მოვედი. ის თავის თავში მოიაზრებს ყველაფერს, რაც ჩვენს პროექტშია. ესენია: ახალგაზრდობა, ბურთთან მუშაობის ხარისხი, ბურთის გარეშე კარგი დაცვითი უნარები და ძალიან მაღალი დონის ფიზიკური ფორმა. მას ძლიერი მენტალიტეტი და დიდი გამოცდილება აქვს. საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო და შეიძლებოდა, ის ლივერპულთან მატჩშიც მიეღო“, - თქვა ლუის ენრიკემ.