გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა - შერმადინის 19 ქულა, ტენერიფემ ტორტონას მოუგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლაგუნა ტენერიფემ ტორტონას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, ოვერ ტაიმის შედეგად, 93:89 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელიც, როგორც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 37 წუთი და 28 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგიმ 19 ქულას, 5 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას, შერმადინმა 9-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 7 ჩააგდო. 7 საჯარიმო ტყორცნიდან კი ზუსტი 5 აღმოჩნდა. 5 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, 1 მეტოქის. 

მე-4 მეოთხედში, ქართველმა კალათბურთელმა ეფექტური "ჩატენვა" შემოგვთავაზა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგიმ არცერთი პერსონალური ფოლი არ მიიღო. ჯამში, მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბრაზილიელმა ჰუერტასმა დააფიქსირა, რომელმაც არასრულ 37 წუთში 26 ქულა, 2 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 8 ქულა და ჩატენვა | ორლანდომ ბითაძის გარეშე მოიგო
მამუკელაშვილის 8 ქულა და ჩატენვა | ორლანდომ ბითაძის გარეშე მოიგო