ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: ეს გამარჯვება დავიმსახურეთ - ყველა მოთამაშე ჭკვიანი და ამბიციურია

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

თამაშის დასრულების შემდეგ, პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ TNT Sports-ის ეთერში კომენტარი გააკეთა და მატჩი შეაფასა.

„ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. გოლი გაგვიტანეს, მაგრამ თამაში უბრალოდ უნდა მოგვეგო და ბოლო წუთზე გატანილი გოლი ჩვენთვის არაჩვეულებრივი იყო, რომელმაც თავდაჯერებულობა მოგვცა. მეორე მატჩზე უნდა ვიფიქროთ და ის ნამდვილად რთული იქნება. აუცილებელია, საკუთარი თავის გჯეროდეს და ეს 3 გოლი არაჩვეულებრივი იყო, მაღალი კლასის. შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. ყველა მოთამაშე ჭკვიანი და ამბიციურია. ვცდილობთ, ყველა მატჩი მოვიგოთ და ყველა შეხვედრაში ვიბრძოლოთ“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემერი: “პსჟ-ს კარგი გარემარბები ჰყავს“
ემერი: “პსჟ-ს კარგი გარემარბები ჰყავს“