ასტონ ვილა, ხვიჩა კვარაცხელია, უნაი ემერი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

ემერი: “პსჟ-ს კარგი გარემარბები ჰყავს“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ემილიანო მარტინესს საოცარი გოლი გაუტანა, თანაც იმ დროს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ბირმინგემელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კომენტარი გააკეთა.

ემერი:

„ეს ანგარიში ჩვენს მიდგომას მომავალი მატჩისთვის არ შეცვლის. 2:1 იქნება, თუ 3:1, პსჟ მაინც ფავორიტია. ბურთით დიდებულად დომინირებდნენ. მათ კარგი გარემარბები ჰყავთ და დიდი ინტენსივობა აქვთ. რა თქმა უნდა, მომავალ კვირაში უკეთესად ვითამაშებთ.

ეს არის ფეხბურთი. ჩვენ დავუპირისპირდით გუნდს, რომელიც ძალიან სწრაფად თამაშობს. 2:1-ზე შეტევა და გამარჯვება მინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. სახლში ყველაფერს გავაკეთებთ. პარიზის მხარე, გამარჯვებისთვის შექმნილი მხარეა.“

შეგახსენებთ, რომ კვარას გარდა გოლები დეზირე დუემ და ნუნუ მენდეშმა გაიტანეს. ასევე, ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, ასტონ ვილასა და პარი სენ ჟერმენის განმეორებითი დაპირისპირება ბირმინგემში 15 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

კვარას საუკეთესო მომენტები VS ასტონ ვილა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა“ - UEFA-ს და მედიის გამოხმაურება ხვიჩას თამაშზე
“კვარამ პსჟ ორბიტაზე გაუშვა“ - UEFA-ს და მედიის გამოხმაურება ხვიჩას თამაშზე