UEFA & Sofascore - ხვიჩა მატჩის MVP გახდა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
საოცარი მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს, ემილიანო მარტინესს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, UEFA-მ და გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა ჯვაროსნების შემტევი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. Sofascore-მა მას 8.7 შეფასება დაუწერა.
შეგახსენებთ, რომ კვარას გარდა გოლები დეზირე დუემ და ნუნუ მენდეშმა გაიტანეს. ასევე, ხვიჩა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, ასტონ ვილასა და პარი სენ ჟერმენის განმეორებითი დაპირისპირება ბირმინგემში 15 აპრილს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
კვარას მომენტები VS ასტონ ვილა