ხვიჩას მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - პსჟ-მ ასტონ ვილა გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ანგარიში 35-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს და დონარუმას კარი „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა, მორგან როჯერსმა აიღო. 39-ე წუთზე, დეზირე დუემ ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის მეორე ნახევარში, ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა და 49-ე წუთზე, ულამაზესი გოლი გაიტანა. ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლის გატანა შეძლო. ამასთან, ქართველი ფეხბურთელი მატჩის MVP გახდა.
90-ე წუთზე თავი ნუნუ მენდეშმა გამოიჩინა და შეხვედრა 3:1 დასრულდა.