პიოტრ იანმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა, უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია.
„ბაქო ან აბუ-დაბი. მოდი, გავაკეთოთ ეს - ნაპერწკლების 5 რაუნდი“, - დაწერა რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში.
UFC-ს ტურნირი ბაქოში 21 ივნისს გაიმართება, აბუ-დაბიში კი - 26 ივლისს.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის იანი ანგარიშზე 18 გამარჯვება და 5 მარცხია. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში. UFC Fight Night 248-ზე, დეივისონ ფიგერედოსთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მას 19 ბრძოლიდან 18 გამარჯვება აქვს. ერთადერთი ჩხუბი მან მერაბ დვალიშვილთან, UFC 311-ზე წააგო.