ტაბატაძის 2 მაგარი გოლი - მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის დინამოს მოუგო
Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში იბერია 1999 თბილისის დინამოს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილეს. პირველ ტაიმში მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო სახიფათო სტუმრები იყვნენ.
33-ე წუთზე იბერია 1999 იური ტაბატაძემ დააწინაურა. 42-ე წუთზე 25 წლის თავდამსხმელმა დუბლი გაიფორმა.
მეორე ნახევარმა მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ოდიკაძემ 86-ე წუთზე 1 ბურთი გაქვითა. დარჩენილ დროში დინამოელებს კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და დამარცხდნენ.
ამ გამარჯვების შემდეგ, კორღალიძის გუნდს 17 ქულა დაუგროვდა და Crystalbet ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება დინამოს, თბილისელებს 7 ტურის შემდეგ, 11 ქულა აქვთ და მე-4 პოზიციას იკავებენ, თუმცა, თუ თელავი მიმდინარე ტურის შეხვედრას მოიგებს, მეოთხე ადგილზე სწორედ კახელები აღზევდებიან.