მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სალაჰი და ლივერპული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თითქმის შეთანხმდნენ | რომანო

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას მიუახლოვდა და შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტისა და ჟურნალისტის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე და როგორც მოსალოდნელია, ეგვიპტელი კონტრაქტის გახანგრძლივებას ხელს მალე მოაწერს.

„ლივერპული დარწმუნებულია, რომ სალაჰსა და ვან დეიკს შეინარჩუნებს, მაშინ როცა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „რეალში“ გადასვლასთან ახლოსაა“, - წერს რომანო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 22 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 55 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ამას არ ველოდით, პასუხისმგებლობას ვგრძნობ“
ანჩელოტი: “ამას არ ველოდით, პასუხისმგებლობას ვგრძნობ“