“ბრძოლა დაიმსახურა“ - დვალიშვილი შონ ო'მალიზე
როგორც მოგეხსენებათ, მერაბ დვალიშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე კვლავ შონ ო’მალი იქნება.
ქართველი მებრძოლი შონთან დაკავშირებით არიელ ელვანის ესაუბრა.
რა თქვა დვალიშვილმა?
„მიუხედავად იმისა, რომ ო’მალის რემატჩის გამო ბევრი აკრიტიკებს, მე ვფიქრობ, რომ მან ეს ბრძოლა დაიმსახურა. მან ჩემთან ჩხუბის შემდეგ, ბევრი მიზეზი დაასახელა და ახლა ვიცი, რომ კორექტირებას გააკეთებს და საბრძოლო გეგმას შეცვლის. ვიცი, ის დასაწყისიდანვე შემიტევს და სტრაიკინგს მიმართავს. მინდა, რომ მეც შევამოწმო ჩემი სტრაიკინგი.“
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა პირველი საჩემპიონო ტიტული შონთან ბრძოლაში მოიგო. ქართველმა მებრძოლმა ო’მალი სრული დომინაციით დაამარცხა.
მერაბისა და შონ ო’მალის მომავალი დაპირისპირება 8 ივნისით თარიღდება და UFC 316-ის ეგიდით ნიუ ჯერსიში გაიმართება.