დემეტრიუს ჯონსონი: ვფიქრობ, ერთ დღეს პიმბლეტი ჩემპიონი გახდება
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა პედი პიმბლეტის პოტენციალზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ინგლისელი მებრძოლი ყველაფერს სწორად აკეთებს.
„მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც პიმბლეტი მწვერვალზე ავა. ვფიქრობ, ერთ დღეს ის ჩემპიონი გახდება. თუ არ გახდება, შევა იმ სამეულში, რომელიც ტიტულს ნამდვილად იმსახურებს. როგორც ურაია ფეიბერი ან მაგალითად, ჯოზეფ ბენავიდესი“, - თქვა ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტის მომდევნო მეტოქე მაიკლ ჩენდლერი გახლავთ, რომელსაც UFC 314-ზე დაუპირისპირდება.
ამავე ღონისძიების მთავარი მოვლენა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლაა, რომელშიც, ვაკანტური ქამრისთვის, დიეგო ლოპესი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი იასპარეზებენ.