სეხუდოს UFC-ს საჩემპიონო ქამარი მოჰპარეს
სუპერმსუბუქი და უმსუბუქესი წონითი დივიზიონების ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს UFC-ს საჩემპიონო ქამარი მოჰპარეს. ამის შესახებ Marca წერს.
გავრცელებული ცნობით, ბოროტმოქმედი მის სტუდიაში შეიჭრა, რომელიც სეხუდოს სახლის ტერიტორიაზე მდებარეობს და ქამართან ერთად, კამერები, კომპიუტერები და თანხა წაიღო.
როგორც ამერიკელი მებრძოლის პროდიუსერმა, დილან რაშმა სოციალურ ქსელში დაწერა, ინციდენტის დროს, ის შენობაში იმყოფებოდა.
„ვიღაც შემოიპარა და ჰენრის პირველი საჩემპიონო ქამარი მოიპარა, სანამ მე დივანზე მეძინა. გავიღვიძე და დაახლოებით 2 წუთი ვუყურებდი ადამიანს, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჰენრი იყო, რადგან ბნელოდა. შემდეგ ხმაური გავიგე და ის გაიქცა“, - დაწერა რაშმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სეხუდომ განაცხადა, რომ ის კარიერის დასრულებასთან ახლოსაა. თებერვალში ამერიკელმა მებრძოლმა, სონგ იადონგთან ჩხუბის დროს, თვალი დაიზიანა - მას რბილი ქსოვილებისა და რქოვანას დაზიანება დაუდგინდა.
გეტყვით ასევე, რომ 38 წლის სეხუდოს ანგარიშზე 21 ბრძოლაა. ის UFC-ს ერთადერთი მებრძოლია, რომელმაც ზედიზედ 2 წონით კატეგორიაში ტიტული წარმატებით დაიცვა.