“ერთმანეთზე ნაწყენები ვიყავით“ - ტერ შტეგენი მესისთან ურთიერთობაზე
როგორც მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მძიმე ტრავმის შემდეგ, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერჯერობით მისი თამაში კვლავ არ შეიძლება.
გერმანელი კარის დარაჯი ბარსელონაში 2014 წლიდან თამაშობს და როგორც ჩანს, ლიონელ მესისთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.
ამის შესახებ, ტერ შტეგენმა Phrasenmäher-ის პოდკასტში უსაბრა.
ტერ შტეგენი:
„ვფიქრობ, ლეო მესი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც თუ სურს, რომ ბურთი სახეში გესროლოს, აუცილებლად გააკეთებს. ის განსაკუთრებული პერსონაჟია, რადგან ყოველთვის საოცარი მოტივაცია აქვს. არის რაღაცები, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ.
იყო შემთხვევები, როცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ გვქონდა. ის ჩემზე იყო ნაწყენი, მე კი მასზე. მესი მოედანზე უბრალოდ შთამბეჭდავია და მისნაირს მეორეს ვეღარ ვნახავთ. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ.
ბევრი არასდროს გვიკამათია, მაგრამ მეგობრებიც არასდროს ვყოფილვართ. მიუხედავად ამისა, მაინც მიხაროდა, რომ გუნდელები ვიყავით და მის წინააღმდეგ თამაში არ მიწევდა. გასახდელში მისი ყურება საინტერესო იყო. როცა ის რაღაცას ამბობდა, აბსოლუტურად ყველა უსმენდა.“
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონში ასწრებს დაბრუნებას, თუმცა დიდი ალბათობით ხშირი თამაში არ მოუწევს, რადგან შჩესნი დიდებულ ფორმაშია და ამას ყველა თამაშში ამტკიცებს.
ცნობისთვის, გერმანელმა მეკარემ დაზიანება 2024 წლის 23 სექტემბერს მიიღო, რის გამოც უკვე 281 დღე და 51 მატჩი გამოტოვა.