ანდრე ონანა, ნემანია მატიჩი
Aa
Aa

„იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე“ | მატიჩმა ონანას უპასუხა

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება. დღეს, ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ პრესკონფერენცია გამართა და თან ნემანია მატიჩი ახლდა, რომელმაც ანდრე ონანას უპასუხა და ყოფილ კლუბზე ისაუბრა.

„ჩვენი მეტოქე ძალიან კარგი გუნდია. მეოთხედფინალების მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია და ლამაზ სტილში მოთამაშე გუნდებს შორის გასამართ საინტერესო შეხვედრებს ველოდებით. ბრწყინვალე შანსი გვაქვს, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

ჩვენი მიზანი ევროპა ლიგაზე? გვინდა, გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ და ორი ვარიანტი გვაქვს: ევროპა ლიგის მოგება ან საფრანგეთის ჩემპიონატის ტოპ 3-ში შესვლა. ამ მომენტისთვის, ევროპა ლიგის მოსაგებად ვიბძვით და ვიცით, რომ დიდ ევროპულ კლუბს წარმოვადგენთ, რაც დამატებითი მოტივაციაა. საოცარი გუნდი გვყავს, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და ლიონში ბევრი პერსპექტიული მოთამაშეც ასპარეზობს.

ანდრე ონანას განცხადება? ყველას პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, ამას არ უნდა ამბობდე. უკეTეს მეკარეს რომ ეთქვა, იგივე რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ სტატისტიკას რომ ჩავხედოთ...“

ცნობისთვის, ონანამ განაცხადა, რომ „ლიონის“ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის შესახებ აქვს ინფორმაცია და „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბევრად უკეთესი გუნდია. მისი აზრით, გამარჯვებულის მენტალიტეტის ქონა და აქცენტის საკუთარ თავზე გაკეთება მოსაგებად საკმარისი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფონსეკამ უპირატესობა მიქაუტაძეს უნდა მიანიჭოს“ - L'Equipe მან. იუნაიტედთან მატჩზე
„ფონსეკამ უპირატესობა მიქაუტაძეს უნდა მიანიჭოს“ - L'Equipe მან. იუნაიტედთან მატჩზე