„ფონსეკამ უპირატესობა მიქაუტაძეს უნდა მიანიჭოს“ - L'Equipe მან. იუნაიტედთან მატჩზე
ხვალ, უეფას ევროპა ლიგის 1/4 ფინალში გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით სავარაუდო შემადგენლობა განიხილა და საგულისხმოა, რომ გიორგი მიქაუტაძე სასტარტო თერთმეტეულში მოიაზრა.
ხვალინდელ მატჩში „ლიონს“ შეტევითი ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, მალიკ ფოფანა ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა აწუხებს, თუმცა L’Equipe-ის წერს, რომ ბელგიელი ფეხბურთელი შესაძლოა მომავალ კვირას, საპასუხო მატჩისთვის დაბრუნდეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ შეტევით სამეულში ფლანგებზე რაიან ჩერკი და ტიაგო ალმადა ითამაშებენ, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციას კი გიორგი მიქაუტაძე დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი „ოლდ ტრაფორდზე“ 17 აპრილს გაიმართება.