ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შენელებული ნაპოლი | რას წერს Tuttosport-ი პარტენოპეისა და კვარაცხელიაზე

ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა, Tuttosport-მა „ნაპოლის“ პრობლემებზე დაწერა. Tuttosport-ის დღევანდელ ნომერში, საუბარია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე და რეგრესზე, რომელიც „პარტენოპეის“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ აქვს.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, ანტონიო კონტეს ნაპოლი შენელდა. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა, ნაპოლიმ 19 შეხვედრაში 44 ქულა აიღო, რაც საშუალოდ მატჩში 2.35 ქულაა. ქართველი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, პარტენოპეიმ 9 თამაშში 12 ქულა მოაგროვა (1.75 ქულა საშუალოდ).

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას გუნდზე სერიოზული გავლენა ჰქონდა. სათამაშო ფორმიდან ამოვარდნილი ნოა ოკაფორი (33 წუთი 8 შეხვედრაში) და დანაკლისი მარცხენა ფლანგზე, რომელიც თითქმის ყველა მატჩში იყო“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 65 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 14 აპრილს, საბა გოგლიჩიძის „ემპოლისთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისმა კვარას გაყიდვით ინტერს დიდი საჩუქარი გაუკეთა“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა
„დე ლაურენტისმა კვარას გაყიდვით ინტერს დიდი საჩუქარი გაუკეთა“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა