გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„უბრალოდ გადაიტვირთა“ | ქლევერლიმ ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ დაადასტურა, რომ გიორგი ჩაკვეტაძისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა. „კრაზანების“ თავკაცმა „ჩაკვეზე“ „ჰალთან“ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

„ჩაკვეტაძეს ბრისტოლთან თამაში ძალიან უნდოდა, მაგრამ ამავდროულად, ტკივილს გრძნობდა, რომელსაც რამდენიმე კვირაა ვმკურნალობთ. ჩაკვეტაძე უბრალოდ მივიდა იმ ეტაპამდე, რომ მიმდინარე სეზონში, კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობის გამო, გადაიტვირთა. ახლა, შევიმუშავებთ გეგმას, რომელიც გიორგის საუკეთესო სარეაბილიტაციო პროგრამის გავლის საშუალებას მისცემს“.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდის“ ერთ-ერთი ლიდერია და მისით პრემიერ ლიგის წარმომადგენლები დაინტერესდნენ.

ჩაკვეტაძის გარეშე დარჩენილ „კრაზანებს“ რაც შეეხებათ, კლევერლის გუნდს 56 ქულა აქვს და მისი მიზანი ექვსეულში მოხვედრაა. „უოტფორდი“ მე-6 ადგილზე მყოფ „მიდლსბროს“ 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 12 აპრილს, „ვესტ ბრომვიჩთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის შესაჩერებლად გეგმაა საჭირო“ | Manchester Evening News-ი მიქაუტაძეზე წერს
„მის შესაჩერებლად გეგმაა საჭირო“ | Manchester Evening News-ი მიქაუტაძეზე წერს