ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო
Aa
Aa

„დე ლაურენტისმა კვარას გაყიდვით ინტერს დიდი საჩუქარი გაუკეთა“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტზე „ნაპოლის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ ანტონიო კონტე კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს.

რას ამბობს კასანო:

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვიცნობ კონტეს და ვიცი, თუ როგორც წვრთნის გუნდებს, ვფიქრობ, რომ კვირაში ერთი თამაშით ის უფრო კარგად და დამაჯერებლად უნდა მიდიოდეს, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ გუნდი ეცემა. ბოლო ტურში, ბოლონიასთან მხოლოდ ლუკაკუ იბრძოდა... ეს ყველაფერი დე ლაურენტისის ბრალია. იანვარში კვარაცხელიას გაყიდვით ინტერს ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთა“.

„ახლა ნერაძურის ერთადერთი რთული გასვლითი თამაში მხოლოდ ბოლონიაში დარჩა, შემდეგ კი რთულ შეხვედრებს სახლში გამართავს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კვარას გაყიდვის შემდეგ კონტეს რაღაც კიდევ შერჩა... მომწონს როგორც თამაშობს, მაგრამ მეჩვენება, რომ მას ის შხამი აკლია, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. ან ფიქრობს, რომ ამაზე მეტის გაკეთება აღარ შეუძლია, ან არ ვიცი... უბრალოდ რთულია სეზონის დარჩენილი ნაწილი ალტერნატივის გარეშე ითამაშო. ის განსაკუთრებულ საქმეს აკეთებს, მაგრამ რაღაც აკლია...“

31 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 65 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველ პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?
ანალიზი: როგორ თამაშობს ემერის ასტონ ვილა? იქნება გოლების წვიმა?