ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მე მითხრა უმარს ეჩხუბეო და თვითონ ილიას აიგნორებს“ | მერაბმა მახაჩევი გააკრიტიკა

მერაბ დვალიშვილმა ცნობილ ჟურნალისტს, არიელ ჰელვანის ვრცელი ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც „მანქანას“ დაუსვეს, ილია თოფურიას მომავალს შეეხებოდა და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევი და მისი გუნდი გააკრიტიკა.

„ილიამ საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა მიიღოს. მისი და მახაჩევის დაპირისპირება არის ერთადერთი ჩხუბი, რომლის ნახვითაც ყველანი დაინტერესებულნი ვართ. თოფურია ისლამს უნდა შეხვდეს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა.

ილია სატიტულო ორთაბრძოლას ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ ისლამი მას აიგნორებს. დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ, პრესკონფერენციაზე მახაჩევის სიტყვები. ისლამმა მომმართა და მითხრა: „მერაბ, პატივს გცემ, მაგრამ როდესაც დივიზიონში ტოპ პრეტენდენტი გყავს (უმარ ნურმაგომედოვს გულისხმობდა), მას უნდა ეჩხუბო“. ვუპასუხე, ზუსტად ამას ვიზამ-მეთქი.

ახლა, ილია თოფურიას სახით, ტოპ პრეტენდენტი მას ჰყავს, მაგრამ ჩხუბი არ უნდა და საერთოდ სხვა რაღაცებს ამბობს. ყველანი ვთანხმდებით, რომ თოფურია საჩემპიონო ორთაბრძოლას იმსახურებს და იმედია, ეს მოხდება, მანამდე კი ფაქტია, რომ ისლამს არავინ აკრიტიკებს ისე, როგორც მე მაკრიტიკებდნენ უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბამდე.

გამიკვირდა თუ არა ილიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი ვაკანტური რომ გახადა? არა. აბუ დაბიში, მაქს ჰოლოუეისთან გასამართ ჩხუბამდე, ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მსუბუქ წონაში გადადიოდა. დაამატა, რომ ქამრისთვის უნდოდა ორთაბრძოლა, მაგრამ სატიტულო ჩხუბს თუ ვერ მიიღებდა, სუპერ ბრძოლას გამართავდა. როდესაც ეს მითხრა, ძალიან გამიკვირდა. გამიკვირდა იმიტომაც რომ, ეს ორთაბრძოლამდე გააკეთა. ძირითადად, მსგავსი განცხადებებით ჩხუბის შემდეგ გამოდიან ხოლმე“.

შეგახსენებთ, რომ „ლეგენდის“ მომდევნო მეტოქეებზე საუბრისას, ძირითადად ორი მებრძოლის კანდიდატურა ჟღერდება: ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა. UFC-ის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია და უცნობია, თოფურია ვის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შუგას ცხოვრების წესის შეცვლაც ვერ უშველის“ - ალჯო მერაბისა და ომალის რემატჩზე
„შუგას ცხოვრების წესის შეცვლაც ვერ უშველის“ - ალჯო მერაბისა და ომალის რემატჩზე