ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

პსჟ - ასტონ ვილა | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში?

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

ფრანგულმა მედიამ დღევანდელი შეხვედრისთვის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული დაასახელა. გავლენიანმა სააგენტო Le Parisien-მა ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრა.

Le Parisien:

დონარუმა - მენდეში, პაჩო, ბერალდო, ჰაკიმი - ფაბიან რუისი, ნევეში, ვიტინია - დეზირე დუე, უსმან დემბელე - ხვიჩა კვარაცხელია.

განსხვავებული მოსაზრება აქვს L’Equipe-ს. გავლენიანი გამოცემა მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იქნება და სასტარტოში მის ადგილს ბრედლი ბარკოლა დაიკავებს. სხვა პოზიციებზე L’Equipe-ს Le Parisien-ის იდენტური მოსაზრება აქვს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს და „ასტონ ვილას“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი ბირმინგემში 15 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე, კვარა და მენდეში | სასაცილო რეკლამა პსჟ-ის ფეხბურთელების მონაწილეობით
დემბელე, კვარა და მენდეში | სასაცილო რეკლამა პსჟ-ის ფეხბურთელების მონაწილეობით