გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი | არტეტა რეალის დამარცხების შემდეგ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლონდონის „არსენალმა’’ „ემირეითზე’’ მადრიდის „რეალი’’ დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. მიკელ არტეტას გუნდმა სამივე გოლი მეორე ტაიმში შეაგდო, 12-წუთიან მონაკვეთში დეკლან რაისმა საჯარიმო დარტყმიდან 2 გოლი გაიტანა, ინგლისელის შესანიშნავი გოლების შემდეგ მიკელ მერინომ გაიტანა და საპასუხო მატჩის წინ კარლო ანჩელოტის გუნდი რთულ მდგომარეობაშია.
მატჩის შემდეგ არტეტამ beIN SPORTS-თან ინტერვიუში განაცხადა: „ძალიან დარწმუნებული ვიყავი, რომ „რეალის’’ დამარცხება შეგვეძლო. დეკლანს საჯარიმო დარტყმა აქამდე არასდროს შეუსრულებია, 2021 წლის შემდეგ საჯარიმო დარტყმით გოლი არ გაგვიტანია. არავინ იცის ფეხბურთში რა მოხდება’’.
მიკელ არტეტამ პრესკონფერენციაზე შემდეგი რამ თქვა: „ამ შეხვედრაში ორი ფაქტორი იყო, სტადიონზე საოცარი გარემო იყო, როგორც მატჩამდე, ასევე მატჩის მიმდინარეობისას. ასეთი გარემო მანამდე არ მინახავს. მეორე ფაქტორია ინდივიდუალურად შექმნილი მაგიური მომენტები, ასეთი მომენტები მატჩებში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. გუნდურად ძალიან სრულყოფილად და დიდებულად ვითამაშებთ''.
საპასუხო მატჩი 16 აპრილს, „სანტიაგო ბერნაბეუზე'' გაიმართება, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.