არსენალი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ამას არ ველოდით, პასუხისმგებლობას ვგრძნობ“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დიდებული დაპირისპირება ვიხილეთ. ლონდონის არსენალმა რეალს უმასპინძლა და უშანსოდ 3:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ამბიციები? ძნელი სათქმელია. ორი შეფასება არსებობს. ეს არ არის ის, რაც ამ სეზონში გვქონდა. გოლებზე არასათანადო რეაქცია გამოვავლინეთ. ეს ყველაფერი რთულად ასახსნელია. ინდივიდუალურად თამაშს ვცდილობდით და კონტროლი დავკარგეთ. თამაშს არსენალი აკონტროლებდა და შედეგს უპირველეს ყოვლისა.

პასუხისმგებლობას ვგრძნობ. შეგვიძლია, თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვლა? ცოტა შანსია, მაგრამ უნდა ვეცადოთ. ყველანაირად ვეცდებით იმის გაკეთებას, რაც შეგვიძლია. ეს არის შესაძლებლობა, ვცადოთ რაიმე სახის პასუხი.

აშკარად მძიმე მარცხი იყო. ამას არ ველოდით. გუნდი ერთი საათის განმავლობაში კარგი იყო. ორმა გოლმა გონებრივად და ფიზიკურად აგვრია. მატჩის დასრულება რთული იყო, რადგან რეაქცია არაფერზე გვქონდა. ბოლო 30 წუთი კატასტროფა გამოვიდა. თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ
“დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია“ - ემერი პსჟ-სთან მატჩის წინ