ინტერი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

დიდი ნაბიჯი 1/2-ფინალისკენ | ინტერმა ბაიერნს მიუნხენში მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ბაიერნმა მილანის ინტერს უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში კოლოსალურ უპირატესობას რეკორდმაისტერი ფლობდა. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ჰარი კეინს, თუმცა ვერ გაიტანა.

ამხელა უპირატესობის ფონზე, ნერაძურიმ დიდებული კონტრ-შეტევა განახორციელა და ულამაზესი კომბინაციის შემდეგ, ლაუტარო მარტინესმა „ტრიველათი“ ბაიერნის კარი აიღო. პირველი ტაიმი ინტერმა 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარი კვლავ ბაიერნის უპირატესობით დაიწყო, სტუმრები კი კონტრ-შეტევით ცდილობდნენ ფონს გასვლას. რეკორდმაისტერის უპირატესობამ შედეგი 85-ე წუთზე გამოიღო. ტომას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა და თითქოს მიუნხენელებს აღარ უნდა წაეგოთ, თუმცა ზუსტად 3 წუთში ფრატესიმ გაისროლა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 16 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები