ბარსელონა, დორტმუნდის ბორუსია, ნიკო კოვაჩი
Aa
Aa

“აქ იმისთვის არ ვართ, რომ წასაგებად გავიდეთ“ - კოვაჩი ბარსასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დორტმუნდის ბორუსია ბარსელონას ესტუმრება. მატჩის წინ, გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კოვაჩი:

„ჰანსი ფლიკს კარგად ვიცნობ და ჩვენ ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. მას პატივს ვცემ. ასევე ჩვენ ერთმანეთის საფეხბურთო ხედვებიც ვიცით. კარგად ვიაზრებ ბარსელონას ფორვარდების ხარისხს. თავი კარგად უნდა დავიცვათ.

ვაპირებთ მეტოქის სუსტი მხარეების გამოყენებას. აქ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ წაგებისთვის გავიდეთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. რა თქმა უნდა, ბარსელონა ფავორიტია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ - გასულ წელს დორტმუნდი ფინალში გავიდა და ამას არავინ ელოდა.

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. აუტსაიდერად ვართ შერაცხულები, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ბარსელონას სასარგებლოდ სულაც არ მუშაობს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი გერმანიაში გაიმართა და ბარსელონამ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. ბარსელონას და დორტმუნდის მეოთხედფინალური პირველი დაპირისპირება 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები