გივი მაჭარაშვილი, მირიან მაისურაძე, ვლადიმერ გამყრელიძე, სოლომონ მანაშვილი, აკაკი ქემერტელიძე
Aa
Aa

რუსი დამარცხებულია | მაჭარაშვილი ევროპის 3-გზის ჩემპიონია

სლოვაკეთი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში რუსი მაგომედ ყურბანოვი 3-2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მაჭარაშვილი მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა და ევროპის ჩემპიონატი მესამედ მოიგო.

აკაკი ქემერტელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი ოლექსი ბორუტა 6:2 დაამარცხა.

ქემერტელიძის მსგავსად ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრა ვლადიმერ გამყრელიძემაც (79კგ.) მოიგო, მან ესპანელ მოთაგინიას აჯობა - 4:1.

125 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა სოლომონ მანაშვილმა პოლონელი კამილ კოშციოლეკი 8:3 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, მეშვილდიშვილი აზერბაიჯანის სახელით გამოდის.

ფინალში გასვლის შანსი კიდევ ერთ ქართველს ჰქონდა, თუმცა მირიან მაისურაძე (92 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომედოვთან დამარცხდა და ხვალ, 9 აპრილს ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაჭარაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - სლოვაკეთში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
მაჭარაშვილი ოქროსთვის იბრძოლებს - სლოვაკეთში მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო