საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

21-წლამდე ცენტრალური მცველების ტოპ 5-ში | გოგლიჩიძის მორიგი აღიარება

X-ში ანალიტიკური გვერდი DataMB საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. ტოპ 5 ლიგაში 21-წლამდე მცველებს შორის წინ გაკეთებული პასების სტატისტიკაში „ემპოლის'' 20 წლის ქართველი მოთამაშე საბა გოგლიჩიძე მე-5 ადგილზეა. ეს სტატისტიკა ითვლის თუ რამდენ წინ პასს აკეთებს ცენტრალური მცველი უკან და გვერდით პასებთან შეფარდებით.

პირველზე ელ-შადაი ბითშიაბუა (ლაიფციგი), მეორე ადგილს იარეკ გასიოროვსკი (ვალენსია), ნათან ზეზე (ნანტი) და დინ ჰუისენი (ბორნმუთი) იყოფენ, მეხუთე ადგილზე საბა გოგლიჩიძე და აბდუკოდირ ჰუსანოვი (მან. სიტი) არიან.

საბამ მიმდინარე სეზონის სერია A-ში 27 მატჩი ჩაატარა, 27-დან 24-ში სასტარტო 11-ეულში ითამაშა, ერთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო. მატჩების უდიდესი ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა, ევროპაში ახალგაზრდა მცველებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, რასაც გარდა ზემოთ აღნიშნული სტატისტიკისა, მის მიმართ არსებული ინტერესი ადასტურებს, გასულ ზამთარში საბა „მილანს'', „ინტერს'', „იუვენტუსსა'' და „რომას'' დაუკავშირეს, გამორჩეულ იტალიურ კლუბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია | ბიჭი ოსერიდან უცნობი ისტორიით
ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია | ბიჭი ოსერიდან უცნობი ისტორიით