ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო ბრაზილიის ნაკრებში? - მის გარდა 3 კანდიდატს განიხილავენ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატამდე 1 წლით ადრე, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მწვრთნელის გარეშეა.

სხვადასხვა დროს, სელესაოს არაერთი სპეციალისტი დაუკავშირეს, მათ შორის კარლო ანჩელოტი.

დღეს, გამოცემა GLOBO იუწყება, რომ კანდიდატთა სიას ჟოზე მოურინიო დაემატა. ამასთან დაკავშირებით, წყარო ბრაზილიის ნაკრების პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრე რიზეკი ინტერვიუს ავრცელებს.

რიზეკი:

„გიდასტურებთ ოთხ სახელს, რომლებიც ახლა ჩვენს მაგიდაზეა. ოთხივე მათგანი ფავორიტია და განხილვა მიმდინარეობს. პირადად მე მჯერა, რომ მთავარი ფავორიტი ჟორჟე ჟესუშია, მაგრამ მის გარდა აბელ ფერეირა, კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო არიან. ამ უკანასკნელის სახელი ბოლო დღეებში წამოიწია.“

შეგახსენებთ, რომ ჟორჟე ჟესუში ამჟამად ალ ჰილალის დამრიგებელია და არაბულ გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდე აკავშირებს.

ჟოზე მოურინიო ფენერბახჩეს მწვრთნელია და მისი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ჩათვლით არის გაფორმებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდინიო: მსოფლიოში საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუსია
რონალდინიო: მსოფლიოში საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუსია