ფლიკი დორტმუნდთან მატჩის წინ: “გვინდა წელს დაუმარცხებლები დავრჩეთ“
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის ბარსელონა დორტმუნდს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ფლიკი:
„ვფიქრობ, მეოთხედფინალში ყველა გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდა და არა გავარდნა. რთული მატჩი იქნება. დორტმუნდი სტაბილური მეტოქეა, მათ შეტევაში ძლიერი მხარეები აქვთ. მათი შეტევა უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ ამავდროულად პრესინგს მივმართოთ. რაფინია ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის.
ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვიმუშავეთ. ვიცით, როგორ მოვიგოთ გასვლითი თამაში. გუნდში სრული ნდობა მაქვს. ბევრი რამე გაუმჯობესდა. დორტმუნდთან მატჩისთვის მზად ვართ. ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ, მაგრამ ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.
შრომისმოყვარეობის საფუძველზე ბევრ რამეს მივაღწიეთ და ეს არ უნდა იყოს დასასრული. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ყველაფერი უნდა გავცეთ. გვინდა, რომ წელს დაუმარცხებლები დავრჩეთ. სტატისტიკა და წარსული არ მაინტერესებს. მე ვცხოვრობ აქ და ახლა. სწორედ ეს არის მთავარი. მაქსიმალური წარმატების მიღება, ანუ ჩემპიონობა გვსურს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ეს გუნდები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი გერმანიაში გაიმართა და ბარსელონამ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. ბარსელონას და დორტმუნდის მეოთხედფინალური პირველი დაპირისპირება 9 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.