სეზონი დასრულდა | შესაძლოა, ჩაკვეტაძემ სანაკრებო მატჩებიც გამოტოვოს
CrystalSport-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებულია, ტრავმის გამო ჩემპიონშიფის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს. ასევე, შესაძლოა ივნისში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმაროს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოირჩენს ტრავმას და რამდენად სწრაფად გაივლის რეაბილიტაცია.
როგორც „უოტფორდის’’ ოფიციალური ვებგვერდი წერდა, ჩაკვეტაძეს ფეხის თითის ტრავმა აწუხებდა.
ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 39 მატჩში (37 სასტარტოში) 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა. რეალურად, მისი საგოლე გადაცემების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, თანაგუნდელები უფრო ზუსტად რომ მოქმედებდნენ. სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და პრემიერ ლიგის კლუბების ყურადღება დაიმსახურა. ინგლისური მედია პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებს.
„წელიწადის ის დრო დადგა, როცა სეზონის სიმბოლურ ნაკრებებს ადგენენ და უოტფორდის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის ტოპ 11-ში მოხვედრის კანდიდატია. კრაზანების მაისურით, სოლიდური გამოსვლა სხვა მოთამაშეებმაც აჩვენეს და რამდენიმე მათგანს ტრავმა რომ არ მიეღო, შანსი ექნებოდა, მაგრამ ჩაკვეტაძე მთელი სეზონია, სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს'' - ნაწყვეტი BBC-ის ჟურნალისტის, ჯეფ დოილის სტატიიდან, რომელიც აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა.